(Read this post in English.)

ბედნიერი ვარ, რომ 2024 წლის იანვარში, კვლავ შევხვდი ოთხ პრაქტიკოსს მშობელთა ხიდის ცენტრიდან თბილისში ონლაინ ზედამხედველობისთვის, რათა დავხმარებოდი მათ  მუსიკალური აქტივობების მუშაობაში  გამოყენებისთვის.  ეს არის სამი შეხვედრიდან მეორე, რაც დაიგეგმება მომავალში, პირველი პირისპირ შეხვედრა შედგა თბილისში 2023 წლის ნოემბერში. ამჯერად ერთმანეთს Zoom-ის საშუალებით შევხვდით. ედინბურგსა და თბილისს შორის დროის სხვაობა ჩვეულებრივზე მეტი იყო; რადგან, ქართველები იანვარში აღნიშნავენ მართლმადიდებლურ შობას, აშკარად სადღესასწაულო განწყობა და სიტუაცია იყო დარეკვისას, მაშინ როცა ჩემი საახალწლო დეკორაციები დიდი ხანია შევინახე. მიუხედავად ამისა, ძალიან სასიამოვნო  იყო ჯგუფთან დაკავშირება და მათი ბოლო მუშაობის ვიდეო მაგალითების ნახვა და მოსმენა, თუ როგორ განხორციელდა იდეები, რომლებიც განვიხილეთ ჩვენს პირველ შეხვედრაზე. მოუთმენლად ველოდები ჯგუფისგან  მეტი ინფორმაციის მიღებას  ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მომავალ თვეში.

მუშაობთ საქართველოში და დაინტერესებული ხართ მუშაობისას მუსიკის გამოყენებით?

თუ თქვენ მუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და გაინტერესებთ გაიგოთ მეტი მუსიკალური თერაპიის შესახებ, რათა შეძლოთ მუსიკის დანერგვა თქვენს საქმიანობაში, მაშინ ჩვენი დისტანციური სწავლების პროგრამის კურსი თქვენთვისაა. შეიტყვეთ მეტი კურსის შესახებ.