(Read this post in English.)

თბილისის მუსიკალური თერაპიის ცენტრის წარმომადგენლებს, ნინო ბოკუჩავას, მარიამ გოგებაშვილს, დავით ალადაშვილს და ნათია ყუფარაძეს ვულოცავთ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ჩვენს მიერ შეთავაზებული ზედამხედველობის დასრულებას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორი შემართებით სწავლობდნენ მუსიკის გამოყენების მეთოდებს 42 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. აღსანიშნავია მათი დაფიქრებული და გააზრებული  განხილვები და  პრაქტიკის გაუმჯობესების ძლიერი სურვილი.

ყველა მონაწილემ გვითხრა, რომ ზედამხედველობამ მათ ასწავლა ახალი ტექნიკები, გაზარდა მათი ნდობა, რათა თვითდაჯერებულად ჩაატარონ მუსიკალური სესიები. მათი უკუკავშირიდან გავიგეთ, რომ საკუთარი ნაშრომის ისევე როგორც მათი თანატოლების ნაშრომის ასახვა იყო ზედამხედველობის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება.

”ზედამხედველობის ამ კურსმა გაზარდა ჩემი თავდაჯერებულობაც და მოტივაციაც, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდო და გავაუმჯობესო ჩემი პრაქტიკა.”

ნინო ბოკუჩავა

„მე გავიგე, რომ მონაწილეთა საჭიროებებისა და სურვილების მოსმენა თერაპიას ეფექტურს ხდის. …ყოველი აზრი და დაფიქრება მუსიკალურ თერაპიაზე, აძლიერებდა ჩემს მუსიკალურ სესიებს. მაგალითად, ყოველი ქმედება რომ უნდა იყოს მუსიკალური, თერაპევტმა უნდა მისცეს ბავშვს საშუალება თვითონ იყოს წარმმართველი პროცესის და შოუს ვარსკვლავად აქციოს, ჩვენ უნდა დავუკრათ ბგერებით და კრეატიულობით“.

მარიამ გოგებაშვილი

„მე ვისწავლე იმპროვიზაციის ტექნიკა, რაც გვაძლევს სპონტანური და კრეატიული მუსიკალური ურთიერთობის საშუალებას ჩვენი სესიების დროს. ეს ტექნიკა არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მუსიკალურ გამოცდილებას, არამედ აძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს და გვაძლევს საშუალებას დავტკბეთ მუსიკით”

ნათია ყუფარაძე

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მუსიკის თერაპევტს ჯენი ლაასს, მისი, პროფესიული და ექსპერტის გამოცდილების მოწოდებისთვის, ლელა ღუდუშაურს კოორდინაციისთვის თანამშრომლობის დროს და ელისო გვასალიას თარგმანში დახმარებისთვის.

მუშაობთ საქართველოში და დაინტერესებული ხართ მუშაობისას მუსიკის გამოყენებით?

თუ თქვენ მუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და გაინტერესებთ გაიგოთ მეტი მუსიკალური თერაპიის შესახებ, რათა შეძლოთ მუსიკის დანერგვა თქვენს საქმიანობაში, მაშინ ჩვენი დისტანციური სწავლების პროგრამის კურსი თქვენთვისაა. შეიტყვეთ მეტი კურსის შესახებ.