Read this post in English

დასრულდა კიდევ ერთი საზედამხედველო პროექტი, რომელიც ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა თბილისში.  ჩვენი მესამე და ბოლო შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ Zoom-ის საშუალებით შედგა. მადლობა ელისოს, რომელმაც, როგორც ყოველთვის, შეხვედრების დროს თარჯიმნის ფასდაუდებელი უნარები გამოავლინა. როგორც ადრე, ოთხ ზედამხედველს შევხვდი ორ წყვილში, თითოეულს შეხვედრის დროის ნახევარი ჰქონდა გამოყოფილი კლინიკური მუშაობის ვიდეოების გასაზიარებლად, რეფლექსიებისა და სემინარის მუსიკალური მიდგომების განსახილველად.

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შეავსეს შეფასებისა და უკუკავშირის ფორმები და აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფორმების კითხვისას. ყველა მონაწილემ საკუთარი გამოცდილება შეაფასა, როგორც „ძალიან სასარგებლო“ და ყველამ ხაზი გაუსვა წყვილებში შეხვედრების სარგებელს, რადგან მათ შეძლეს ერთმანეთისგან სწავლა და საკუთარი ნამუშევრების გაანალიზება. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ჯენის პროფესიონალიზმს, მის თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და მის მუდმივ მზადყოფნას დახმარებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც მოგვცა სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა“. – ამის  წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო!

მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალში მათთვის უფრო მეტი ზედამხედველობა იქნებოდა მნიშვნელოვანი; იმედი მაქვს, რომ ამით მათ მხარდაჭერას შევძლებთ და ჩვენს წვლილს შევიტანთ მათი პრაქტიკის განვითარებაში. აბა კარგად და დროებით!