Read this post in English

მუსიკალური თერაპია ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოში, თუმცა საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან მუსიკალური თერაპევტები საზღვრებს გარეთ მუშაობენ, რათა ქართველმა მასწავლებლებმა შეძლონ მუსიკის გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, მათი პოტენციალის რეალიზება და დახმარება.  ეს პრეზენტაცია იკვლევს, თუ როგორ მოერგო დისტანციური სწავლების აპრობირებული პროგრამა საქართველოს სოციოკულტურულ კონტექსტს. როგორ შეიძლება ქვეყნის გარედან მუსიკალური თერაპიის პრაქტიკა გახდეს მნიშვნელოვანი სხვა კულტურულ კონტექსტში? შეგვიძლია თუ არა დისციპლინური ბარიერების დანგრევა მუსიკალური თერაპიის სარგებლის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად?

მასწავლებლები ყოველთვიურად თითო სახელმძღვანელოს გადიან და აწარმოებენ წერით დავალებებს ცოდნის გასამყარებლად; ისინი თავდაჯერებულობას იძენენ ახალი მუსიკალური უნარებისა და რესურსების გამოყენებით, რომლებიც მორგებულია მათი ბენეფიციარების ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებზე, მუსიკალური თერაპევტების მიერ ჩატარებული 2-დღიანი პირადი ტრენინგის ფარგლებში. მონაწილეები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, რეგულარულად ატარებენ მუსიკალურ სესიებს ბავშვების შერჩეული ჯგუფებისთვის, აფიქსირებენ თავიანთ გამოცდილებას და ხელმძღვანელობენ მათ ქართველი მუსიკის თერაპევტის დაკვირვებითა და უკუკავშირით.

კულტურაზე მორგებულმა სასწავლო კურსმა მასწავლებლებს გააცნო მუსიკალური თერაპიის იდეები და თეორიები, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში განახორციელებენ თავიანთ სკოლებსა თუ ბაღებში. მასწავლებლების შეფასებები ადასტურებს ამ ტრენინგის დადებით გავლენას როგორც მათი ბავშვებისთვის, ასევე თავად პრაქტიკოსებისთვის.

დისკუსია შეეხება იმას, თუ როგორ აერთიანებს კულტურათშორისი თანამშრომლობა პროფესიულ მუსიკალური თერაპიის პრაქტიკასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებას საქართველოში: არსებობს თუ არა განსხვავებები იმას შორის, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს „ბავშვის დანახვა მუსიკაში“ და პროფესიონალ მუსიკაერაპევტს „მუსიკის დანახვა ბავშვში“. ზოგადად რა გვასწავლა ამ ინტერდისციპლინურმა მიდგომამ, რაც გაამდიდრებს მუსიკალური თერაპიის პრაქტიკას საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ?