“ხელოვნება ინტეგრაციისთვის”

წელს ჩვენ გვქონდა საინტერესო შესაძლებლობა, გაგვეცნო ქართველი მუსიკათერაპევტი თამარ (თაკო) ჟორდანია, მრჩეველთა ჯგუფის წევრ ჯენი ლაასთან ერთად, რომელიც რეგულარულ სუპერვიზიას უწევდა ბავშვებთან მუშაობის 3 სხვადასხვა გარემოში. თაკომ გვითხრა, რომ ეს მისთვის ფასდაუდებელი შესაძლებლობა იყო:

ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და მუდმივად სწავლა, თუმცა ეს ყოველთვის არ არის ადვილი, თუ გარშემო არ გყავს სწორი ადამიანები რომლებიც გგულშემატკივრობენ და მზად არიან შენთან ერთად შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. მე ძალიან გამიმართლა რომ აღვმოჩნდი ისეთი ორგანიზაციის ფრთის ქვეშ როგორიც არის Music as Therapy International და მის დამფუძნებელს, არაჩვეულებრივ ადამიანს და მუსიკათერაპევტს, ალექსია ქუინს  მადლობა მინდა გადავუხადო მხარშიდგომისთვის. ასევე მადლიერი ვარ ჩემი შესანიშნავი სუპერვაიზორის ჯენი ლაასის, რომელთან ურთიერთობამ, პროფესიონალიზმის გარდა დამანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანია თერაპევტისთვის, იყოს უპირველეს ყოვლისა ადამიანი, იყოს მზად სიახლეებისთვის, უხაროდეს კოლეგების წარმატება და ხელს უწყობდეს გარშემომყოფთ განვითარებაში!  ვეცდები ჩემ ქართველ კოლეგებს და მომავალ თერაპევტებს, ასეთივე მხარდაჭერა გავუწიო და ვაგრძნობინო, რომ მონდომებით და სწავლის ჟინით, მიუღწეველი არაფერია!

თაკომ ასევე ისარგებლა ჯენის მეთვალყურეობით USAID-ის მიერ დაფინანსებული და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით პროექტის ჩატარების დროსაც, რომლის სახელწოდება გახლდათ “საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ინკლუზიურ ხელოვნებასა და სოციალურ სერვისევზე ხელმისაწვდომობის გაზრდა” რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) რეაბილიტაციას და ინტეგრაციას საქართველოს მაღალმთიან სოფლებში COVID-19 პანდემიის დროს.

პროექტის დასასრულს გუნდმა (მუსიკათერაპევტი, დრამათერაპევტი და ინკლუზიური ცეკვის პედაგოგი) შეადგინა წიგნი, “ხელოვნება ინტეგრაციისთვის“, რომელიც აღწერს მათ საქმიანობას და შეიძლება გამოადგეს ქართულად მოლაპარაკე მასწავლებლებსა და პრაქტიკოსებს (წიგნის წვდომა შეგიძლიათ უფასოდ აქ).  ბმულითუ გაინტერესებთ მეტი გაიგოთ პროექტისა და წიგნის შესახებ, შეგიძლიათ შეუერთდეთ პირისპირ შეხვედრას 17 დეკემბერს (დასწრება თავისუფალი). ელფოსტა [azdakisbaghi@gmail.com].

მუსიკალური აქტივობების რესურსები (Musical Activities Resource)

ალბათ გადახედეთ რამდენიმე თვის წინ გაზიარებულ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული კვლევის ანგარიშს. იმედია, მოგეწონათ იმის შესახებ ინფორმაციის მიღება,  თუ როგორ იყენებს  ჩვენი ლოკალური პარტნიორების ქსელი მუსიკას საქართველოში და სხვა ქვეყნებში (თუ არ გინახავთ აღნიშნული ანგარიში, შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ აქ და სხვა ქვეყნების შესახებ აქ). ჩვენი პარტნიორების მიერ კვლევაზე გაცემულმა პასუხებმა გვიბიძგა შეგვექმნა მუსიკალური  აქტივობების რესურსები სხვადასხვა ენაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ანგარიშიდან, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი საქართველოდან მუშაობს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან, ჩვენ ქართულ ენაზე შევქმენით მუსიკალური აქტივობების რესურსების კრებული მუსიკის პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც მუშაობენ სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებთან.

მუსიკალური აქტივობების რესურსები

Use controls in sidebar to configure button