ვულოცავთ წლევანდელი დისტანციური სასწავლო პროგრამის ქართველ მონაწილეებს კურსის თეორიული ნაწილის წარმატებით დასრულებას!
Georgia
- Children
- Disability
- Distance Learning Programme
Read this post in English
პროგრამას ხელმძღვანელობს თამარ (თაკო) ჟორდანია ორგანიზაცია Music as therapy international-თან თანამშრომლობით. საქართველოს დისტანციური სასწავლო პროგრამა მხარს უჭერს იმ სპეციალისტებს, რომლებიც შშმ და სსმ ბავშვებთან მუშაობენ, რათა მათ საკუთარ პრაქტიკაში განავითარონ მუსიკაზე დაფუძნებული ეფექტიანი მიდგომები. კურსი აერთიანებს ონლაინ-სასწავლო შეხვედრებს, რეფლექსიურ წერით დავალებებსა და პირისპირ ტრენინგებს, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან სუპერვიზირებულ პრაქტიკულ ეტაპზე, სადაც მიღებულ ცოდნას უშუალოდ სამუშაო პროცესში იყენებენ.
გასული თვეების განმავლობაში მონაწილეები ყოველთვიური შეხვედრების, წერითი დავალებებისა და თანამშრომლობითი სწავლების მეშვეობით იკვლევდნენ, თუ როგორ შეიძლება მუსიკა გახდეს კომუნიკაციის, ემოციური გამოხატვის, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და პროფესიული რეფლექსიის ხელშემწყობი საშუალება.
როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
ჩემთვის ყველაზე სასარგებლო იყო იმის სწავლა თუ როგორ შეიძლება მუსიკის გამოყენება კომუნიკაციის, ემოციური გამოხატვისა და ურთიერთობის დასამყარებლად
კიდევ ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
ვფიქრობ, რაც ვისწავლე, ყველაფერს გამოვიყენებ, დავალებების გაკეთებაც ძალიან სასარგებლო იყო, რადგან უკეთესი რეფლექსირების უნარი გამომიმუშავა, რაც ჩემს პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! ვამაყობთ მათი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ზრუნვით, რომელიც მთელი პროგრამის განმავლობაში გამოავლინეს. წარმატებებს ვუსურვებთ პრაქტიკული დავალებების ეტაპზე და მოუთმენლად ველით მათი პროფესიული ზრდისა და მიღწევების ხილვას.
Related projects
-
Distance learning programme: Georgia 2025
Georgia
- Disability
- Children
- Young people