Read this post in English.

თაკო ჟორდანია ბოლო რამდენიმე კვირაა დაკავებული იყო გაცნობითი ხასიათის ტრენინგით ღია სახლისთვის. ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ თაკოს ბლოგი, თუ როგორ ხდება მისი მუსიკალური უნარების გაზიარება:

როდის არის ადამიანი კმაყოფილი საკუთარი საქმით და მიღწეულით? როდესაც მას შეუძლია სხვასაც გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.

ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ვეკიდები ისეთ პროექტებს, სადაც ჩემს გარდა სხვა ორგანიზაციაც არის პასუხისმგებელი, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა, როგორც ,,music as therapy international”. როდესაც ალექსიამ შემომთავაზა ასეთი ფანტასტიური შესაძლებლობა, დავიწყე ფიქრი, თუ რამდენად ვიყავი მზად ყოველკვირეული მგზავრობისა და სრულიად უცხო გარემოში მარტოს ჩამეტარებინა საკმაოდ კარგი სპეციალისტებისთვის ,,გამოცდილების გაზიარების“ შეხვედრები. თუმცა როგორც ამბობენ, კარგი საქმე ღირს გარისკვად, თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომივიდოდა, რადგან ჩემს უკან იდგნენ რიგი ძლიერი და კეთილგანწყობილი სპეციალისტებისა და გულშემატკივრების, როგორიცაა ალექსია, ჯენი და მაქედა.

ქუთაისი სოცარი ქალაქია, ჩადიხარ თუ არა მშვიდდები, ეგრევე რაღაც მელოდია მოგდის თავში, რომელიც შემდგ ლაითთემად იქცევა შენთვის, მით უმეტეს როდესაც ეს ქალაქი ძალიან ძვირფასია… ასევე შეიძლება გაგახსენდეს მუსიკა რომელიმე ფილმიდან, და ყოველ ჯერზე ჩასვლისას, ის მომენტი გაგახსენდეს და გაგეღიმოს შენთვის.

პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რას ნიშნავს როდესაც მოტივირებული სპეციალიტი ინტერესით გხვდება და მზად არის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, როდესაც არ ეშინია სიახლის და იცის, რომ არ არსებობს სრულიად ნასწავლი ადამიანი, რადგან ეს ისეთი პროცესია, მუდამ რომ გრძელდება… ამიტომ ჩემთვის ,,ღია სახლის“ სპეციალისტებთან ურთიერთობა არის საოცრად სასიამოვნო, ის თუ როგორ ეპყრობიან ბენეფიციარებს, როგორც საუბრობენ მათზე, მათ მშობლებზე და მათ მომავალზე.

კარგია, როდესაც სათავესი დგას ადამიანი, რომელსაც ზუსტად იცის რა სჭირდება მის თანამშრომელებს და გვერდში უდგას. ლილე სწორედ ასეთია, საქმით არის პროფესიონალი, მიზანმიმართული და ყველაფერს აკეთებს თავისი ორგანიზაციისთვის, ისევე როგორც ნინო, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო პროცესში.

Music as therapy international საკმაოდ კარგი ინსტრუმენტები გამოგზავნა ,,ღია სახლისთვის“ რომელიც ტრენინგზე და თერაპიების მსვლელობისას გამოვიყენე. ჩემი წამოსვლის შემდეგ მუსიკათერაპევტები და ქცევითი ათერაპევტები გამოიყენებენ მათ ბენეფიციარებთან. მე მათ შევთავაზე ტექნიკები და სხვადასხვა მეთოდები, ასევე პირადი გამოცდილებიდან გავუზიარე რჩევები და მათგანაც მოვისმინე ბევრი საინტერესო აზრი. ეს ორმხრივი პროცესია, ჩვენ ორივე მხარე ვსწავლობთ და ასევე ვუზიარებტ ერთმანეთს გამოცდილებას. ამით არის ეს პროცესი ასეთი მნიშვნელოვანი, მე მხოლოდ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არ გამიზიარებია, მე ასევე სხვების მუშაობა დავაფასე, იმ ადამიანების, რომლებიც მუდამ უკეთესის ძიებაში არიან…

ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ რამდენიმე არაჩვეულებრივი სპეციალისტი აღმოვაჩინე, რომელსაც აქვს საკმაო რესურსი იფიქრონ სამომავლოდ მუსიკათერაპიის სპეციალობის დაუფლებაზე, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, როდესაც ვუყურებდი ქცევით თერაპევტს, რომელიც იყენებდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ჩემ მიერ გაზიარებულ ტექნიკებს ისე ყოჩაღად და მიზანმიმართულად თერაპიულ პროცესში, რომ ეს ბენეფიციარის ქცევაზეც დადებითად აისახებოდა.

ვფიქრობ ეს პროექტი კარგად გაგრძელდება და როდესაც დასასრულეს მიუახლოვდება, მე ძალიან დამწყდება გული და მომენატრება ეს სიცოცხლით სავსე ადამიანები, რომლებიც არაფერს იშურებენ თავიანთი ბენეფიციარებისთვის და გარშემო დადებით განწყობას ქმნიან თავიანთი ღიმილით, მიღებით და ურთიერთობით.

მადლიერი ვარ MAST-ორგანიზაციის, რომ ჩემივე ქვეყანაში, ჩემ საყვარელ ქალაქში, შესძლებლობა მომცა ჩავსულიყავი როგორც სპეციალისტი, რომელიც გაუზიარებდა თავის გამოცდილებას და ცოდნას სხვებს და მიიღებდა უამრავ დადებით ენერგიას მათგან.

ასეთი პროექტები აუცილებელია როგორც ჩემ ქვეყანაში, ისე მთელ მფოფლიოში და მიხარია, რომ MAST ორგანიზაცია სწორედ ამ მიმართულებით ზრუნავს ხშირად და ,,გამოცდილების გაზიარების“ პროგრამა სხვადასხვა ქვეყნებშიც ტარდება.

წინ კიდევ 2 კვირაა, კიდევ ახალი სასიამოვნო მომენტებით, რომლებიც ნამდვილად დაემატება ჩემ დაგროვებულ მოგონებებს.