(Read this post in English / Soma iyi nkuru muri Kinyarwanda)

მუსიკალური თერაპიის საერთაშორისო კონგრესი კანადაში, კერძოდ ვანკუვერში 24 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. აქ ჩვენ სიამაყით წარმოვადგენთ ოთხ ელექტრონულ პოსტერს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი საერთაშორისო საქმიანობის შესახებ.
თითოეული პოსტერი არის სრულად ინტერაქტიური ვებ გვერდი, რომელიც მოიცავს: საბაზისო ინფორმაციას, მუსიკალურ მაგალითებს, ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გადმოწერაც მომხმარებლებს შეუძლიათ და კიდევ ბევრ საინტერესო მატერიალს. აქვე, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თანაავტორებს, თანამშრომლობისა და გაწეული შრომისთვის. Nina Cherla, Pavithra Gangadharan, Tako Jordania, Teona Kacheishvili, Jenny Laahs, Alphonsine Musabyemariya, Audace Musoni და Fidele Nshimiye.

შეგიმჩნევით თუ არა,  რომ  საერთაშორისო პარტნიორობის  ფარგლებში განხორციელებული კვლევები უმეტესად მხოლოდ ინგლისურ ენაზე  ქვეყნდება?  იმ შემთხვევაშიც  კი, როცა  კვლევის მონაწილე ექსპერტებისთვის ინგლისური არ არის  მთავარი ენა! ჩვენი  ერთ-ერთი მთავარი  მიზანი ელექტრონული პოსტერების შექმნისას სწორედ ენის  ბარიერის  გადალახვაა,  რაც შევძელით Eliso Gvasalia და Ildephonse Nsengiyumva-ის  დახმარებით, რისთვისაც  დიდი მადლობა მათ.   ასევე, დიდი მადლობა Makeda და Alexia -ს, რომლებიც ამ ყველაფრის გაერთიანებასა და  საბოლოო შედეგის მიღებაში დაგვეხმარნენ.

თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ  ჩვენი ელექტრონული პოსტერები მოცემულ ლინკზე ან დაასკანეროთ  QR კოდი.   არ დაგავიწყდეთ უკუკავშირის  სექციაში დაგვიტოვოთ თქვენი შეფასება.

Music Therapy in Georgia Today: The Role of International Collaboration

Increasing Access to Music for Young People Facing Challenges in Rwanda

Music Helps (India): An Exploration of Collaboration and Innovation in Digital Training

Reflecting on the Achievements and Practice of Current Global Music Therapy Pioneers